ქიმ.VIII.10.

VIII კლასი

მოსწავლეს  შეუძლია  პერიოდული  სისტემის  გამოყენებით  ქიმიური ელემენტების დახასიათება

ინდიკატორები

  • აგროვებს მასალას ქიმიური ელემენტების პერიოდული სისტემის შექმნის საჭიროების შესახებ, ამზადებს და წარმოადგენს რეფერატს;
  • იყენებს პერიოდულ სისტემას ნებისმიერი ელემენტის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად (მაგ., რიგითი ნომერი, პერიოდის ნომერი, ატომური მასა);   
  • გამოთქვამს ვარაუდს უცნობი ელემენტის შესაძლო  თვისებების შესახებ პერიოდულ სისტემაში მისი მდებარეობის მიხედვით;
  • პერიოდული სისტემის გამოყენებით იკვლევს ერთი და იმავე ჯგუფის /პერიოდის ელემენტების და შესაბამისი მარტივი ნივთიერებების თვისებების ცვლილების კანონზომიერებებს, გამოიტანს შესაბამის დასკვნებს;
  • ქმნის ერთი და იმავე ელემენტის იზოტოპების სქემებს, გამოთქვამს ვარაუდს   იზოტოპების თვისებების  შესახებ.

რესურსები