ქიმ.IX.9.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია  აწარმოოს რაოდენობრივი გამოთვლები ქიმიური ამოცანის გადასაჭრელად

ინდიკატორები

  • ატარებს ექსპერიმენტს, მონაცემების საფუძველზე ადგენს ქიმიური რეაქციის ტოლობას, ატარებს რაოდენობრივ გამოთვლებს;
  • აწარმოებს რაოდენობრივ გამოთვლებს სხვადასხვა ტიპის პრობლემის გადასაჭრელად (მაგ.,  უცნობი ნივთიერების გამოკვლევა, მისი ფორმულის დადგენა);
  • ადეკვატურად იყენებს ნივთიერების რაოდენობის ერთეულს _ მოლს, მოლურ მასას რეაქციების რაოდენობრივი დახასიათებისათვის და აწარმოებს შესაბამის გამოთვლებს;
  • იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას, SI სისტემის ერთეულებს ქიმიური მოვლენების აღწერისას;
  • ბურთულებისა და ღეროების გამოყენებით ქმნის მისთვის ნაცნობი რეაქციების რეაგენტებისა და პროდუქტების მოდელებს და იყენებს მათ რეაქციების დროს მასის უცვლელობის ასახსნელად;
  • იყენებს ავოგადროს კანონს და გამოთვლის რეაქციაში მონაწილე გაზის მოლურ მოცულობას.

რესურსები