ქიმ.IX.8.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს ქიმიური რეაქციების როლი   ახალი  მასალების წარმოებასა   და ენერგიის მიღებაში

ინდიკატორები

  • აღწერს და აფასებს სხვადასხვა ტიპის საწვავს  თბოუნარიანობის მიხედვით;
  • აკავშირებს სხვადასხვა მეტალის მონაწილეობით მიმდინარე ჩანაცვლების რეაქციების შედეგად გამოყოფილ ენერგიებს მეტალთა  აქტიურობის მწკრივში ამ მეტალების მდებარეობასთან  (მაგ., მეტალთა აქტიურობის მწკრივში ერთმანეთისგან უფრო მეტად დაცილებული მეტალები წყვილის, მაგნიუმისა და სპილენძის, მონაწილეობით მიმდინარე ჩანაცვლების რეაქციებში უფრო  მეტი ენერგია გამოიყოფა, ვიდრე ნაკლებად დაცილებული წყვილის, რკინისა და სპილენძის,  მონაწილეობით მიმდინარე ანალოგიურ რეაქციებში);
  • ასახელებს ქიმიური რეაქციების ენერგიის წყაროდ გამოყენების მაგალითებს (მაგ., ასანთი, ქიმიური ელემენტი, ბატარეა);
  • განასხვავებს ერთმანეთისგან ეგზოთერმულ და ენდოთერმულ რეაქციებს;
  • აღწერს არატრადიციული საწვავის (მაგ., წყალბადი) გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებს (მაგ., დადებითი – არ გამოჰყოფს ნახშირორჟანგს, სინათლეს, უარყოფითი – ფეთქებადსაშიშია, შენახვისთვის საჭიროებს შეკუმშვას);
  • მსჯელობს, რა ნაერთები წარმოიქმნება ნახშირწყალბადების წვისას;
  • მეთანის წვის მაგალითზე მსჯელობს სხვადასხვა პირობაში ნახშირწყალბადების წვის პროდუქტებზე (სრული წვისას წარმოიქმნება წყალი და ნახშირბადის დიოქსიდი, არასრული წვისას _ წყალი და ნახშირბადის მონოქსიდი, უჰაერო სივრცეში წვისას _ წყალი და ნახშირბადი);
  • აკავშირებს ნავთობის ენერგიის წყაროდ გამოყენებას ნავთობის შედგენილობაში  ნახშირწყალბადების არსებობასთან;
  • აღწერს საწვავის მოპოვების გზებს (მაგ., ბუნებრივი გაზი მოპოვება, ნავთობის მოპოვება);
  • მოიპოვებს და წარმოადგენს ინფორმაციას ნავთობის როლზე ფართო მოხმარების საგნების წარმოებაში; მსჯელობს პოლიმერების როლზე თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში, მათი გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებზე;
  • მსჯელობს ქიმიური რეაქციების როლზე სხვადასხვა  პროდუქტის  (მაგ., წამლების, პლასტმასების, ქსოვილების, საკვების) წარმოებაში. 

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები