ქიმ.IX.6.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია  მეტალთა აქტიურობის მწკრივის გამოყენება

ინდიკატორები

  • ატარებს სათანადო ცდებს და იკვლევს სხვადასხვა მეტალის წყალთან მოქმედებას, გამოიტანს დასკვნას;
  • აკვირდება სხვადასხვა მეტალის გამოყენებით ჩატარებული ცდების თანმდევ მოვლენებს (მაგ., ალის წარმოქმნა/არწარმოქმნა წყალთან რეაქციის დროს, გაზის ბუშტუკების წამოქმნა, სითბოს გამოყოფა ) და მსჯელობს მათ შორის მსგავსება - განსხვავებაზე, გამოავლენს ზოგად კანონზომიერებებს;
  • აკვირდება და აღწერს მეტალთა ცვლილებას ჰაერის ზემოქმედების შედეგად (მაგ., რკინა იჟანგება, ვერცხლი მქრქალდება, სპილენძი მუქდება).  განსაზღვრავს, რომელი მეტალი განიცდის კოროზიას ადვილად, რომელი - არა;
  • იყენებს მეტალთა აქტიურობის რიგს სათანადო ვარაუდის გამოსათქმელად (მაგ., ნატრიუმი უფრო იოლად ურთიერთქმედებს ჟანგბადთან, ვიდრე სპილენძი); გეგმავს და სათანადო წესების დაცვით ატარებს ცდებს ვარაუდის შესამოწმებლად;
  • ატარებს ცდებს და იკვლევს განზავებულ მჟავებთან მეტალების მოქმედების კანონზომიერებებსა და გამონაკლისებს;
  • წერს და განაზოგადებს ქიმიური რეაქციების ტოლობებს სიტყვიერად (მეტალი + მჟავა)  და/ან  სიმბოლოებით.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები
სასკოლო ექსპერიმენტები პროგრამა “აინშტაინის“ მიხედვით