ქიმ.IX.5.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია  მეტალთა და არამეტალთა თვისებების კვლევა

ინდიკატორები

  • ატარებს ცდებს მეტალთა ფიზიკურ თვისებებზე (მაგ.,  თბოგამტარობა, ელექტროგამტარობა) დასაკვირვებლად; მსჯელობს მეტალთა სხვა თვისებებზე (მაგ.,  მაღალი ლღობის ტემპერატურა, ბზინვარება, ჭედადობა, შენადნობთა წარმოქმნა, მაგნიტურობა);
  • გეგმავს და  ატარებს ცდებს განზავებულ მჟავებთან  მეტალების ურთიერთქმედების კანონზომიერებების გამოსავლენად;  გამოითვლის  გამოყოფილი წყალბადის მოცულობას და/ან რაოდენობას;
  • ატარებს ცდებს, იკვლევს მეტალთა კარბონატებისა და მჟავების ურთიერთქმედების რეაქციების პროდუქტებს. ადგენს, რომ გამოყოფილი გაზი არის ნახშირორჟანგი;
  • ეფექტიანად იყენებს ლაბორატორიულ აღჭურვილობას და ატარებს ცდებს მარილების სხვადასხვა გზით (მაგ., ფუძეზე მჟავას დამატებ, მჟავების მოქმედება მეტალთა ოქსიდებთან) მისაღებად; წერს რეაქციების ტოლობებს სიმბოლოებით და სიტყვიერად (მაგ., მჟავა + ტუტე  მარილი + წყალი); ასახელებს სხვადასხვა მარილის გამოყენების სფეროებს;
  • იყენებს მიღებულ ცოდნას და გამოთქვამს ვარაუდს  უცნობი მჟავასა და ფუძის  ურთიერთქმედების პროდუქტების შესახებ;
  • გამოკვლევის შედეგებს წარმოადგენს სხვადასხვა (მაგ., გრაფიკები, სქემები) სახით, განსაზღვრავს გამოსაკვლევ ცვლადებს (მაგ., მეტალის რაოდენობა, მჟავას მოცულობა, გამოყოფილი გაზის რაოდენობა);
  • ასახელებს არამეტალთა ზოგიერთ ფიზიკურ თვისებას  (მაგ., გარეგნული ნიშნებით მსგავსება-განსხვავება, ლღობისა და დუღილის დაბალი ტემპერატურა, ცუდი სითბო- და ელექტროგამტარობა); ახასიათებს გრაფიტს, როგორც არამეტალურ გამტარს;
  • განასხვავებს მჟავა და ფუძე ოქსიდებს; მსჯელობს მათ ქიმიურ თვისებებზე (ფუძე ოქსიდები შეესაბამება ფუძეებს, მჟავა ოქსიდები - მჟავებს);
  • წერს არამეტალების ჟანგბადთან ურთიერთქმედების ამსახველ რეაქციებს; პერიოდულობის ტაბულის გამოყენებით ადგენს მისთვის უცნობი არამეტალების ოქსიდების ფორმულებს;
  • ასახელებს ზოგიერთ მარილს, მათი გამოყენების სფეროს ყოფა-ცხოვრებაში (მაგ., ნატრიუმის ქლორიდი - სუფრის მარილი,  კალიუმის ნიტრატი -შეიცავს შავი დენთი, სპილენძ(II)-ის სულფატის კრისტალჰიდრატი - შაბიამანი, მაგნიუმის სულფატის კრისტალჰიდრატი - ინგლისური მარილი, ვერცხლის ბრომიდი - შეიცავს ფოტოფირი);
  • გეგმავს და    ატარებს ცდებს რეაქციის მიმდინარეობის დამადასტურებელი ნიშნების (მაგ., გაზის გამოყოფა, სითბოს გამოყოფა/შთანთქმა, ფერის შეცვლა) გამოსაკვლევად;
  • აღწერს მეტალების ზოგიერთ საერთო ნიშანს (მაგ., სიმტკიცე, დრეკადობა, თბო- და ელექტროგამტარობა), რომლებიც განაპირობებს მათ გამოყენებას; მოიპოვებს ინფორმაციას მეტალთა შენადნობების  გამოყენების შესახებ;
  • მოიპოვებს ინფორმაციას საქართველოში  გავრცელებული მეტალებისა და არამეტალების და მათი გამოყენების შესახებ, მასალების აუდიტორიის წინაშე წარდგენისას ადეკვატურად იყენებს სათანადო ტერმინებს.

რესურსები