ქიმ. XI/XII.9.

XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლიაატომის აღნაგობისა და რადიოაქტიურობის აღწერა.

ინდიკატორები

  • ჩაწერს და განასხვავებს ბირთვული სინთეზისა და ბირთვული გახლეჩის რეაქციებს. ხსნის მასის დეფექტის მოვლენას;
  • სხვადასხვა წყაროდან მოძიებული მონაცემების საფუძველზე განასხვავებს სტაბილურ და არასტაბილურ იზოტოპებს, მსჯელობს მათი მნიშვნელობის შესახებ ბუნებასა და ადამიანის საქმიანობაში.;
  • მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა რადიოაქტიური ელემენტის ნახევარდაშლის პერიოდებს;
  • იყენებს ინტერნეტ-რესურსებს, აღწერს რადიოაქტიური ელემენტების თვისებებზე დაფუძნებული კვლევის მეთოდებს და ასახელებს  მაგალითებს;
  • ქმნის და წარმოადგენს სქემას ოზონის როლზე რადიაციის შეკავების პროცესში. აღწერს ოზონის წარმოქმნის პროცესებს.

რესურსები