ქართ. XII. 8.

XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ენის სხვადასხვა ასპექტების გაანალიზება

ინდიკატორები

  • წაკითხულ ნაწარმოებში ამოიცნობს მხატვრულ სახეებს და შეაფასებს მათ ეფექტურობასა და მნიშვნელობას;
  • განარჩევს მხატვრულ ნაწარმოებში მოვლენათა (ავტორისეულ, პერსონაჟის) სუბიექტურ და ობიექტურ ხედვას;
  • გაიაზრებს ენას, როგორც მხატვრულ სახეთა შექმნის საშუალებას;
  • ადარებს ერთმანეთს ინფორმაციის დანიშნულებას მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებში და განიხილავს ინფორმაციას, როგორც საშუალებას მხატვრული სახის შესაქმნელად (გზას მხატვრული  განზოგადებისკენ);
  • საუბრობს იმის თაობაზე, რომ არამხატვრული ტექსტი უშუალოდ ასახავს რეალობას, მხატვრული ტექსტი კი მეტ-ნაკლებად წყვეტს უშუალო კავშირს კონკრეტულ მოვლენასთან და დამოუკიდებელ მხატვრულ ფენომენს ქმნის;
  • გაიაზრებს პოეტური ლოგიკის სპეციფიკურობას („მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი, ვით უბინაოს ყოფნა ბინაში“, „ამ რევოლვერში არის რვა ტყვია, ერთს გაიმეტებთ? მე გთხოვთ, მომკალით!“...);
  • განასხვავებს პოეტურ ხედვასა („როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი...“) და პოეტურ ხილვას („სტიროდა სული ცისფერ ღვინოებს...“, „და შემდეგ უცნობ პიანინოებს ატრიალებდა ტანჯვის ლირიკით“);
  • გაიაზრებს კონკრეტული მხატვრული სახის ღირებულებას მხატვრულ სახეთა სისტემაში.

რესურსები