ქართ. XII. 5.

XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა და კულტურის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით

ინდიკატორები

  • ახასიათებს ნაწარმოებში აღწერილ ადგილს, დროს, კულტურულ-სოციალურ გარემოს;
  • მსჯელობს, სად გამოვლინდა ნაწარმოებში კონკრეტული ეპოქის ფასეულობები და  ღირებულებები;
  • მსჯელობს ავტორის/პერსონაჟის ფასეულობებსა და შეხედულებებზე, რომელთაც ისინი ავლენენ ტექსტში განვითარებულ კონფლიქტთან მიმართებაში;
  • აანალიზებს ავტორის/პერსონაჟის დამოკიდებულებას კონკრეტული ისტორიული ეპოქის ფასეულობების მიმართ;
  • იზიარებს / არ იზიარებს ნაწარმოების პერსონაჟის ან ავტორის  შეხედულებებს; გამოხატავს  საკუთარ დამოკიდებულებას და სათანადო არგუმენტაციით იცავს მას;
  • კითხულობს სხვადასხვა ეპოქის, კულტურული კონტექსტისა და პრობლემების ამსახველ ტექსტებს და მსჯელობს მათს მსგავსება-განსხვავებაზე;
  • განიხილავს კონკრეტული ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს სხვადასხვა ნაწარმოებში და აფასებს არა მხოლოდ იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი ღირებულებებისა და ფასეულობების კონტექსტში, არამედ თანამედროვე პოზიციიდანაც;
  • მხატვრული ტექსტიდან ამოარჩევს დეტალებს, რომლებშიც, მისი აზრით, ყველაზე უკეთ აისახება კონკრეტული ეპოქა, კულტურული კონტექსტი და ა.შ.;
  • აანალიზებს და იკვლევს მსგავს ან ერთნაირ პრობლემას სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის ტექსტებში (მაგალითად, ცხოვრების საზრისის პრობლემას ქართულ და საზღვარგარეთულ ლიტერატურაში);
  • კითხულობს სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში შექმნილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს და აანალიზებს მათში დასმულ მსგავს პრობლემატიკას;
  • კითხულობს თარგმანებს და გამოთქვამს თავის მოსაზრებას ერთი და იმავე ნაწარმოების ორი (ან მეტი) თარგმანის თაობაზე (მოსწონს / არ მოსწონს) და ცდილობს დაასაბუთოს თავისი არჩევანი. 

რესურსები