ქართ. XII. 13.

XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების ანალიზის დაწერა

ინდიკატორები

  • განსაზღვრავს ნაწარმოების კონცეპტუალურ იდეას;
  • თავისუფლად ახერხებს მხატვრული ტექსტის ანალიზის ორგანიზება-სტრუქტურირებას;
  • ახასიათებს პერსონაჟებს (ადარებს და უპირისპირებს მათ ერთმანეთს); ქმნის პერსონაჟთა ფსიქოლოგიურ პორტრეტს კონკრეტული კონტექსტის მიხედვით (საქციელი, გადაწყვეტილება, მსჯელობა და ა. შ.); 
  • განსაზღვრავს კონფლიქტის არსს და აანალიზებს პერსონაჟთა დამოკიდებულებას / მიმართებას ამ კონფლიქტთან;
  • წერილობით გადმოსცემს ავტორის დამოკიდებულებას ნაწარმოებში ასახულ ფასეულობებსა და შეხედულებებზე;
  • აანალიზებს ტექსტის მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს (განწყობის, პერსონაჟთა სახეების შექმნა; ნაწარმოების სტილი და ენა; ლექსის რიტმი, რითმა და სხვადასხვა ენობრივი საშუალებები, რომლებიც ქმნიან მხატვრულ ეფექტებს) და მსჯელობს, რამდენად შეესაბამება ეს საშუალებები ნაწარმოების ძირითად შინაარსს;
  • იყენებს ციტატებს ნაწარმოებიდან საკუთარი არგუმენტების დასასაბუთებლად;
  • მსჯელობს, თუ რა დამოკიდებულება აქვს ავტორს კონკრეტული ისტორიული ეპოქის კულტურული ფასეულობების მიმართ. 

რესურსები