ქართ. XII. 10.

XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია კითხვის ეფექტური სტრატეგიების არჩევა და გამოყენება

ინდიკატორები

  • ამოიწერს ან მონიშნავს წაკითხულიდან სხვადასხვა ქვეყნისათვის დამახასიათებელ ფრაზეოლოგიას, ტერმინებს, ლექსიკას;
  • ამოიწერს ან მონიშნავს წაკითხულიდან ამა თუ იმ ეპოქისათვის დამახასიათებელ არქაიზმებსა და ნეოლოგიზმებს, ქმნის მცირე ლექსიკონს;
  • მოიძიებს შესაბამის ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან (ენციკლოპედიიდან, ინტერნეტიდან, ისტორიული წყაროებიდან, პრესიდან და სხვ.) განსხვავებული კულტურის, ქვეყნისა და ეპოქის ნაწარმოებში ასახული მოვლენის უკეთ გასააზრებლად;
  • ეფექტურად იყენებს კომპიუტერულ საძიებო სისტემებს და პროგრამებს ინფორმაციის მოპოვებისა და მისი გრაფიკული ორგანიზების მიზნით.

რესურსები