ქართ. XI. 9.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების წერილობით გაანალიზება

ინდიკატორები

  • განსაზღვრავს ნაწარმოების თემას და იდეას;
  • მსჯელობს მის კომპოზიციურ თავისებურებაზე და სტრუქტურული ელემენტების (ექსპოზიციის, პროლოგის, ეპილოგის) დანიშნულებაზე; სათანადოდ იყენებს წერის პროცესში თავის ცოდნას;
  • აანალიზებს პერსონაჟთა სახეებს, აჯგუფებს  კონფლიქტთან მიმართებით და განსაზღვრავს მათს როლს სიუჟეტის განვითარებაში;
  • მსჯელობს ავტორის პოზიციისა და იმის შესახებ, როგორ გამოიხატება ეს პოზიცია ნაწარმოებში;
  • აანალიზებს ტექსტს მხატვრულ-გამომსახველობითი თვალსაზრისით (როგორ ქმნის ავტორი თხრობაში განწყობას, პერსონაჟთა სახეებს; რამდენად ეფექტურია ნაწარმოების სტილი და ენა; მსჯელობს ლექსის რიტმის, რითმისა და ბგერწერული ეფექტების შესახებ);
  • აკავშირებს მხატვრულ ნაწარმოებს ისტორიულ კონტექსტთან.

რესურსები