ქართ. XI. 7.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების ენობრივი საშუალებების გაანალიზება მათი ფუნქციონირების თვალსაზრისით

ინდიკატორები

  • მსჯელობს მხატვრული ნაწარმოების სტილის განმსაზღვრელი ენობრივი ფიგურების ფუნქციის შესახებ: ფონოლოგიური ფიგურები (ალიტერაცია, ასონანსი), სემანტიკური ფიგურები (მეტაფორა, ევფემიზმი, მეტონიმია), სინტაქსური ფიგურები;
  • აკავშირებს ლექსის რიტმულ ფორმას ემოციურ ინტონაციასთან;
  • ამოიცნობს რითმისა და რიტმის ფუნქციას ბგერწერითი ეფექტისა და ლექსის განწყობის შესაქმნელად;
  • პოულობს ლექსში ევფონიის შექმნის საშუალებებს;
  • მსჯელობს მხატვრულ ტექსტში შინაარსის გადმოცემის სხვადასხვა ენობრივ და მხატვრულ საშუალებაზე;
  • აანალიზებს მხატვრული შინაარსის მქონე ფრაზებს, რომლებიც ენობრივად გაუგებარია და „გაშინაარსება“ ხდება იმ ასოციაციებითა თუ რემინისცენციებით, რომელთაც ქმნის ლექსის ბგერწერითი და სხვა ეფექტები (მაგ., ამ ტიპისა: „მიეთოვოს, მოეთოვოს კედლებს ფარშავანგები“...);
  • მსჯელობს მხატვრული შინაარსის იმ ფორმაზე, რომელიც ენობრივი ნონსენსის მეშვეობით მიიღება (მაგ. ამ ტიპისა: „დისაგანცა უფრო დესი“...). 

რესურსები