ქართ. XI. 10.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ესეის დაწერა

ინდიკატორები

  • წერს ესეის, რომელშიც პირად ან ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მსჯელობს მოცემული თემის, პრობლემების შესახებ (ამტკიცებს / უარყოფს, გამოთქვამს ვარაუდს, ადარებს, ავლებს პარალელებს);
  • წერისას იყენებს მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებს, რომელთა საშუალებითაც უკეთ წარმოაჩენს თავის შემოქმედებით, ესთეტიკურ დამოკიდებულებას ტექსტისადმი;
  • მოცემული თემის შესახებ მოიძიებს, აფასებს და შეარჩევს შესაბამის წყაროებს, ლიტერატურულ პარალელებს, იხსენებს ცხოვრებისეულ ფაქტებს და სხვ.;
  • განიხილავს პერსონაჟის ხასიათს, ქცევის მოტივს, ღირებულებებსა და ფასეულობებს (ფსიქოლოგიური პორტრეტი);
  • წერს ლიტერატურულ ესეის, რომელშიც ახასიათებს პერსონაჟს ან განიხილავს ნაწარმოებში ასახულ პრობლემას;
  • განიხილავს ნაწარმოებში ასახულ პრობლემას, რისთვისაც იყენებს ლიტერატურულ ან ცხოვრებისეულ პარალელებს;
  • წერს ესეის შემოქმედებითი თვითგამოხატვისთვის, განწყობილებების, შთაბეჭდილებების, ემოციების და ა. შ. გადმოსაცემად.

რესურსები