ქართ. X. 2.

X კლასი

კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს  შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები

ინდიკატორები

  • თეზისის წამოყენებისას მიმართავს „თავდასხმის“ ტაქტიკას (პირდაპირ მიმართავს ადრესატს; უსვამს კითხვებს ოპონენტს);
  • ოპონირების დროს იყენებს „დიახ, მაგრამ...“; „ნაწილებად დაყოფის“ და „შეჯამების“ მეთოდებს (თავიდან თითქოს ეთანხმება მოწინააღმდეგეს, შემდეგ უარყოფს მის თეზისს: ნაწილ-ნაწილ განიხილავს მოწინააღმდეგის არგუმენტაციას; აჯამებს მოწინააღმდეგის პოზიციას და გადადის მის უარყოფაზე);
  • აკონტროლებს საკუთარ ხმას, მიმიკას და ჟესტიკულაციას;
  • არ არის ზედმეტად კატეგორიული;
  • განმუხტავს სიტუაციას ხუმრობით, იუმორით;
  • კორექტულია ოპონენტების მიმართ, ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს.   

რესურსები