ქართ. X. 16.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის

ინდიკატორები

  • თავს უყრის იდეებს (იყენებს იდეების გენერირების სხვადასხვა ტექნიკას: წყაროების კითხვას, „გონებრივ იერიშს“, ჟურნალისტურ კითხვებს და სხვ.);
  • წინასწარ აგროვებს მასალას (ციტატებს ნაწარმოებებიდან, მკვლევართა მოსაზრებებს, ისტორიულ ფაქტებს და სხვ.);
  • ირჩევს და კრიტიკულად შეაფასებს წყაროებს. გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად მიუთითებს მათ და იცავს მასალის დამოწმების წესებს: ციტირებას, პარაფრაზირებას, რეზიუმირებას;
  • კითხულობს ნაწერს კორექტირების მიზნით, ასწორებს შეცდომებს, ლექსიკონების მიხედვით ამოწმებს სიტყვათა ფორმებს;
  • ხმამაღლა უკითხავს ნაწერს თანაკლასელს (მასწავლებელს, მშობელს) და მათი შენიშვნების გათვალისწინებით ჩაასწორებს მას;
  • საბოლოო ვარიანტის რედაქტირების დროს გადაიკითხავს ნაწერს იმის გადასამოწმებლად, თუ რამდენად ლოგიკურად და გამართულად არის გადმოცემული აზრი და ჩაანაცვლებს უკეთესი ვარიანტით / შეუცვლის ადგილს;
  • იცავს ციტირების წესებს (ციტატას სვამს ბრჭყალებში, მიუთითებს წყაროს: ავტორს, წიგნის/პუბლიკაციის დასახელებას, გამომცემლობას, გამოცემის ადგილსა და წელს, გვერდს/ებს).

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები