ქართ. X. 13.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო რეფერატის დაწერა ერთი ან რამდენიმე წყაროს მიხედვით

ინდიკატორები

  • ირჩევს თემას;
  • მოიძიებს და დაამუშავებს წყაროებს;
  • ადგენს რეფერატის გეგმას;
  • წერს რეფერატს შესაბამისი სტანდარტის დაცვით (ზუსტად პასუხობს თემას, მიზნობრივად იყენებს წყაროებს, აფორმებს შესაბამისად);
  • თუ რეფერატი ერთი სტატიის მიხედვით იწერება, იცავს შესაბამის სქემას: შესავალი (სტატიის დასახელება, სად და როდის გამოქვეყნდა; ცნობები ავტორის შესახებ; სტატიის თემა; ავტორის მიერ არჩეული კვლევის, არგუმენტაციის მეთოდი); სტატიაში გაშუქებული ძირითადი საკითხების, პრობლემების, დებულებების ჩამონათვალი; ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანთა ანალიზი; შეფასება.

რესურსები