ქართ. X. 12.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექტის შექმნა მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით

ინდიკატორები

  • წერს იგავს მოცემული მორალური სენტენციის საილუსტრაციოდ;
  • მოცემული დასაწყისის მიხედვით აგრძელებს ნაწარმოებს (მოთხრობას, ნოველას, ზღაპარს, იგავს, ლექსს, პიესას) ჟანრის სპეციფიკის გათვალისწინებით;
  • აქვს ნაწარმოების დასასრულის საკუთარი ვერსია / ვერსიები;
  • წერს მოთხრობას მოცემული წინადადების მიხედვით (შიფრავს წინადადებაში ჩადებულ ფაქტობრივ და ქვეტექსტურ ინფორმაციას და აყალიბებს ლოგიკურად გამართული ტექსტის სახით);
  • ქმნის მხატვრულ ტექსტს მოცემული სათაურის, თემის, იდეის ან ფაბულის მიხედვით;
  • წერს პაროდიას რომელიმე ცნობილ ნაწარმოებზე;
  • გადმოაქვს წარსულ ეპოქებში შექმნილი ცნობილი ნაწარმოების ფაბულა თანამედროვე ეპოქაში და თხზავს სიუჟეტს ახალი სოციალური და ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით (მაგ., „თანამედროვე მგზავრის წერილები“);
  • თხზავს პოეტურ ნაწარმოებს მოცემული სარითმო სიტყვების გამოყენებით. 

რესურსები