ქართ. X. 11.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის

ინდიკატორები

  • წერის დაწყებამდე აზუსტებს მიზანს და აუდიტორიას (რისთვის წერს -თვითგამოხატვის, მკითხველის ინფორმირების, დარწმუნების თუ მხატვრული ნაწარმოების შექმნის მიზნით; ვინ არის მისი ნაწერის პოტენციური მკითხველი: მასწავლებელი, სხვა უფროსები, თანატოლები თუ მასზე უმცროსები);
  • ირჩევს მიზნისა და აუდიტორიის შესაფერის სტილს (მაგ., თუ ნაწერი მისი თანატოლების ან მასზე უმცროსებისთვისაა განკუთვნილი, ირჩევს სასაუბრო ტონს და მის შესატყვის ლექსიკას; საკონფერენციო თემისათვის - აკადემიურ სტილს და სხვ.);
  • შეარჩევს და იყენებს წყაროებს მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით;
  • შავად შესრულების შემდეგ გადაამუშავებს ნაწერს (გადახედავს კრიტიკული თვალით; ამოიღებს, ჩაამატებს, გადააადგილებს მონაკვეთებს იმის მიხედვით, არის თუ არა სათქმელი ლოგიკურად დალაგებული, გასაგებია თუ არა აუდიტორიისათვის, არის თუ არა შესავალი და დასკვნა ეფექტური; არის თუ არა კავშირი წინადადებებსა და აბზაცებს, ტექსტის ცალკეულ ნაწილებს შორის; მიესადაგება თუ არა ტექსტი მიზანსა და სათაურს).

რესურსები