ქართ. X. 1.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში

ინდიკატორები

  • დისკუსიის დროს წარმოადგენს საკუთარ ან ჯგუფის საერთო პოზიციას;
  • მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;
  • მსჯელობს არგუმენტირებულად, გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;
  • იყენებს ფაქტებს (მაგ., სტატისტიკურ მონაცემებს) და ციტატებს სხვადასხვა წყაროდან საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად;
  • საუბრისას შემოიფარგლება კონკრეტული თემით და თავს არიდებს ზოგად საკითხებზე მსჯელობას;
  • დამაჯერებლად იცავს საკუთარ მოსაზრებას, მაგრამ არ ცდილობს დისკუსიაში დომინანტური პოზიციის დაკავებას;
  • სათანადო წესისა და ეტიკეტის დაცვით უძღვება მინი-დისკუსიას (იმ შემთხვევაში, თუ წამყვანია).

რესურსები