ქართ. VIII. 2.

VIII კლასი

მოსწავლეს შეუძლია  ორატორის გამოსვლის მოსმენა და მისი შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით

ინდიკატორები

  • ისმენს და კრიტიკულად აფასებს, რამდენად შეესაბამება სხვების მიერ გამოყენებული ენობრივ-სტილური საშუალებები მსჯელობისას გადმოცემულ შეფასებებს, დამოკიდებულებებსა და დასკვნებს;
  • ლექსიკის, ფრაზეოლოგიზმების, სინტაქსური კონსტრუქციისა თუ სხვა ენობრივი ნიშნების მიხედვით ამოიცნობს, თუ რომელი აუდიტორიისათვის არის გამოსვლა გამიზნული;
  • აფასებს, რამდენად შეესაბამება მოსაუბრის მიერ გამოყენებული ენობრივი საშუალებები საუბრის თემას, მიზანსა და აუდიტორიას;
  • ასახელებს გამოხატვის თვალსაზრისით ყველაზე ეფექტურ და სუსტ ადგილებს საუბრიდან (სად იყო თხრობა საინტერესო, შთამბეჭდავი, მონოტონური, მოსაწყენი, რა ვერბალური თუ არავერბალური საშუალებებით მიიღწეოდა ეფექტი).

რესურსები