ქართ. VII. 8.

VII კლასი

მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეაფასოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან

ინდიკატორები

  • ამოიცნობს ტექსტის მიზანს (რისთვის არის დაწერილი - მკითხველის ინფორმირების, გართობის, თუ დარწმუნებისათვის) და აუდიტორიას (ვისთვის არის განკუთვნილი);
  • შეაფასებს ტექსტს მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით (მაგალითად, არის თუ არა სახელმძღვანელოში მოცემული ინსტრუქციები გასაგები; შეძლო თუ არა რეკლამამ მისი დარწმუნება; ისიამოვნა თუ არა მხატვრული ნაწარმოების კითხვით; მიიქცია თუ არა საგაზეთო სტატიის სათაურმა მისი ყურადღება და სხვ.);
  • მსჯელობს სათაურისა და ტექსტის ურთიერთმიმართებაზე;
  • გამოყოფს სიუჟეტში მოქმედების განვითარების საფეხურებს;
  • აკეთებს კომენტარს მხატვრულ ნაწარმოებში დიალოგის ფუნქციის შესახებ; ხედვის კუთხის (ვისი თვალით არის აღქმული მოვლენები; ვინ არის მთხრობელი; შეიცვლებოდა თუ არა რაიმე, სხვა პერსონაჟს რომ მოეთხრო იგივე ამბავი);
  • განმარტავს, რა მოლოდინს ქმნის ნაწარმოების დასაწყისი; მართლდება თუ არა ეს მოლოდინი;
  • ამოიცნობს და განმარტავს  აუდიტორიაზე ზემოქმედების ხერხებს ისეთ ტექსტებში, როგორებიცაა, მაგ., რეკლამა, საინფორმაციო ბუკლეტი და ა.შ.;
  • განმარტავს, რა ხერხებს იყენებს გაზეთი  მკითხველის ყურადღების მისაპყრობად (მასალის განლაგება, სად არის მოთავსებული ახალი ამბები, რეკლამა, სტატია; რუბრიკები, სათაურები, შრიფტი და სხვ.);
  • განსაზღვრავს საგაზეთო მასალის ძირითად იდეას და განმარტავს, რა ხერხებს იყენებს ავტორი ძირითადი იდეის წარმოსაჩენად (ეფექტური სათაური, მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები, სტატისტიკური მონაცემები და სხვ.).

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები