ქართ. VII. 7.

VII კლასი

. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა

ინდიკატორები

  • კითხულობს მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს სხვადასხვა მიზნით (შესწავლის, ესთეტიკური სიამოვნების მიღების, გარკვეული ინფორმაციის მოძიების, გამოხმაურების, შეფასების);
  • საუბრობს იმის შესახებ, რაზე დააფიქრა წაკითხულმა; რა იყო ტექსტში მისთვის ნაცნობი და გასაგები; რა - უცნობი და გაუგებარი;
  • ამოკრებს ინფორმაციას დიფერენცირებულად და აჯგუფებს მას სხვადასხვა ნიშნის მიხედვით;
  • ალაგებს ტექსტში გადმოცემულ ამბავს, ფაქტებსა და მოვლენებს ქრონოლოგიური თუ სხვა ნიშნის მიხედვით;
  • ამოიცნობს წაკითხულ ტექსტში მთავარ აზრს (იდეას), განასხვავებს ფაქტებს შეფასებებისგან, გამოაქვს დასკვნები და წარმოადგენს რეზიუმეს სახით (ზეპირად ან წერილობით);
  • ამოიცნობს და ახსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ტექსტში ასახულ ფაქტებს, მოვლენებს შორის;
  • გამოაქვს დასკვნები მთლიანი ტექსტის ან მისი მონაკვეთის საფუძველზე;
  • პოულობს მსგავსება-განსხვავებას ტექსტში წარმოდგენილ მოვლენებს, ფაქტებს, პერსონაჟთა თვისებებსა და ქცევებს შორის;
  • ახასიათებს პერსონაჟს მისი გარეგნული ნიშნების, ქცევისა და მეტყველების მიხედვით;
  • აკვირდება პერსონაჟის/პერსონაჟების დამოკიდებულებას კონკრეტული გმირის მიმართ;
  • განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს, უკავშირებს საკუთარ გამოცდილებას და ცდილობს მათი ქცევის პროგნოზირებას განსხვავებულ სიტუაციაში (მაგ., „რა იქნებოდა, რომ...“);
  • ასახელებს საყვარელ წიგნს, მწერალს, პერსონაჟს და განმარტავს თავის არჩევანს. 

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები