ქართ. VII. 4.

VII კლასი

მოსწავლეს შეუძლია საკლასო დისკუსიებში მონაწილეობის მიღება

ინდიკატორები

  • ჯგუფთან ერთად ამზადებს სადისკუსიო გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს საკითხს, მოიძიებს ინფორმაციას, შეიმუშავებს თვალსაზრისს, რომელსაც გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს;
  • გამოდის წყვილის, ჯგუფისა თუ კლასის მომხსენებლის როლში, ითვალისწინებს და გამოხატავს მათს საერთო აზრს;
  • საუბრისას შემოიფარგლება კონკრეტული თემით და თავს არიდებს ზოგად საკითხებზე მსჯელობას;
  • ისმენს და ეთანხმება, ან კორექტულად უარყოფს თანამოსაუბრის აზრს;
  • დამაჯერებლად იცავს საკუთარ აზრს, მაგრამ არ ცდილობს დისკუსიაში დომინანტური პოზიციის დაკავებას;
  • სათანადო წესისა და ეტიკეტის დაცვით უძღვება მინი-დისკუსიას (იმ შემთხვევაში, თუ წამყვანია და არა რიგითი მონაწილე).

რესურსები