ქართ. VII. 3.

VII კლასი

მოსწავლეს შეუძლია სამეტყველო ქცევის შეცვლა საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით

ინდიკატორები

  • რეაგირებს მსმენელთა ვერბალურ და არავერბალურ რეაქციებზე (იმეორებს ნათქვამს უფრო ხმამაღლა და გარკვევით, ანელებს ან აჩქარებს მეტყველების ტემპს);
  • ლექსის ან მხატვრული პროზის ფრაგმენტების ზეპირად კითხვის დროს ინტონაციის საშუალებით გადმოსცემს ნაწარმოებში ასახულ განწყობას და ტექსტის შინაარსის შესაბამისად ცვლის მეტყველების ტემპს, ხმის ტემბრსა და სიმაღლეს;
  • ამა თუ იმ სიტუაციის გათამაშებისას წარმოთქვამს ერთსა და იმავე რეპლიკას სხვადასხვა (სიხარულის, გაბრაზების, სიამაყის, მოწყენილობის) განცდის გამომხატველი ინტონაციით;

წარმოადგენს ზეპირი ინფორმაციის სხვადასხვა ვერსიას აუდიტორიის გათვალისწინებით (მაგ., როგორ მოუყვებოდა ერთსა და იმავე ამბავს სკოლის დირექტორს, მეგობარს, პატარა და-ძმას და სხვ.).

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები