ქართ. VII. 2.

VII კლასი

მოსწავლეს შეუძლია სხვათა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით

ინდიკატორები

  • ამოიცნობს მოსაუბრის საკომუნიკაციო ამოცანას (ისმენს სკოლაში მოწვეული სტუმრის, ტელე- და რადიოგადაცემების წამყვანთა და მონაწილეთა საუბარს და განსაზღვრავს, რა მიზანს ისახავენ ისინი: მსმენელის ინფორმირებას, დარწმუნებას თუ გართობას);
  • მსჯელობს იმის შესახებ, რამდენად გაართვა თავი მოსაუბრემ საკომუნიკაციო ამოცანას (ანუ გასაგებად მიაწოდა თუ არა მსმენელს ინფორმაცია; შეძლო თუ არა მისი დარწმუნება, გართობა და ა.შ.);
  • აანალიზებს სატელევიზიო ინტერვიუს ან დისკუსიას (რა იყო გადაცემის თემა; რატომ მოიწვია წამყვანმა მაინცდამაინც ეს ადამიანები; იყო თუ არა წამყვანი კორექტული; უსმენდა თუ არა სტუმარს; იყო თუ არა რაიმე გამაღიზიანებელი წამყვანის მეტყველებაში; რამდენად ეფექტურად იყენებდნენ მოსაუბრეები ჟესტ-მიმიკის ენას და სხვ.);
  • მსჯელობს იმის შესახებ, მოეწონა თუ არა (და რატომ) თანაკლასელის მიერ წაკითხული ლექსი, იგავ-არაკი, პროზაული ტექსტის ფრაგმენტები, ზეპირად გადმოცემული ამბავი ან წარმოდგენილი ინფორმაცია.

 

რესურსები