ქართ. VII. 11.

VII კლასი

მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით

ინდიკატორები

  • გადმოსცემს შთაბეჭდილებას წაკითხულ წიგნზე, ნანახ სპექტაკლზე (აღნიშნავს, რა მოეწონა, რამ დააინტერესა, რა არ მოეწონა და რატომ);
  • წერს საინფორმაციო წერილს სკოლის გაზეთისათვის, იცავს ამ ტიპის ტექსტისათვის დამახასიათებელ სტილსა და ფორმას;
  • წერს სარეკლამო ტექსტს (თანაკლასელების მიერ შექმნილ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებისთვის, ვიდეორგოლებისთვის, ფოტოგამოფენისთვის, სასკოლო ღონისძიებისთვის და სხვ.);
  • წერს საქმიან ტექსტს (მაგალითად, განცხადებას ან თხოვნას);
  • წერს ინსტრუქციას ან აღწერს პროცედურას, სადაც თანამიმდევრობით იძლევა ზუსტ მითითებებს;
  • წერს თხრობითი ხასიათის ტექსტებს (მაგალითად, საკუთარ ან სხვის ბიოგრაფიას, რეალურ ან გამოგონილ ისტორიას მისთვის საინტერესო თემებზე, ლიტერატურული ნაწარმოების ან მის მიერ გამოგონილი პერსონაჟის თავგადასავალს);
  • თხზავს თხრობითი ტექსტის დასაწყისის რამდენიმე ვერსიას (იყენებს დასაწყისის ცნობილ მოდელებს: მიმართვას მკითხველისადმი; აფორიზმს ან საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებას; მოქმედების დროისა და ადგილის აღნიშვნას და სხვ.).

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები