ქართ. VII. 10.

VII კლასი

მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება

ინდიკატორები

  • წიგნის გაცნობის მიზნით იყენებს გაცნობითი კითხვის ხერხებს (ეცნობა ავტორს,  ნახულობს წიგნის სათაურს, კითხულობს ანოტაციას, ეპიგრაფს, თავების სახელწოდებებს; ათვალიერებს ილუსტრაციებს, სქემებს, ტაბულებს);
  • კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით სწრაფად ჩაიკითხავს ტექსტს, ეძებს საყრდენებს: საკვანძო სიტყვებს, თავების, პარაგრაფების სათაურებს, კითხულობს აბზაცების პირველ წინადადებას;
  • შესწავლის მიზნით ნელა კითხულობს ტექსტს, ხელახლა გადაიკითხავს ნაწილებს, აკეთებს ჩანაწერებს და სხვ.;
  • იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას შესწავლითი კითხვის დროს უცნობი სიტყვის მნიშვნელობის გასაგებად (კონტექსტს, სიტყვათა აგებულების ცოდნას, ლექსიკონს);
  • ადგენს ლექსიკონს და განმარტავს უცნობი სიტყვების მნიშვნელობას;
  • მოიძიებს საჭირო ინფორმაციას მისთვის საინტერესო თემებზე სხვადასხვა წყაროდან (ენციკლოპედიებიდან, ლექსიკონებიდან, წიგნებიდან, ინტერნეტიდან).

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები