ქართ. VII. 1.

VII კლასი

მოსწავლეს შეუძლია უცნობი ინფორმაციის შემცველი ტექსტების მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე

ინდიკატორები

  • ისმენს ჩუმად, ჩაინიშნავს ძირითად ფაქტებსა და დებულებებს, საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს არავერბალური ხერხებით: ყურადღებიანი მზერით, თავის დაქნევით, ღიმილით და სხვ.;
  • სასაუბრო სიტუაციაში ითხოვს თანამოსაუბრისაგან ინფორმაციის დაზუსტებას (ვერ მიგიხვდი / მიგიხვდით; ხომ არ გაიმეორებ? / გაიმეორებთ? რას გულისხმობ? / გულისხმობთ?);
  • აზრის დასაზუსტებლად იმეორებს თანამოსაუბრის ნათქვამს (როგორც გავიგე, შენი/თქვენი აზრით, შენ/თქვენ თვლი/თვლით...);
  • მოსმენის შემდეგ სვამს ადეკვატურ კითხვებს;
  • მოსმენილ ინფორმაციაში განასხვავებს ფაქტებს დამოკიდებულებებისაგან (შეფასებებისგან);
  • ამოიცნობს მთავარ აზრს მოსმენილი ინფორმაციიდან და დასკვნის სახით წარმოადგენს მას აუდიტორიის წინაშე;
  • წარმოადგენს ინფორმაციას ჯგუფში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და ყვება, როგორ მივიდნენ ამ გადაწყვეტილებამდე;
  • შეარჩევს თემას ზეპირი გამოსვლისათვის, ამზადებს გამოსვლას და წარმოადგენს აუდიტორიის წინაშე;
  • აქცენტს აკეთებს (ინტონაციით, პერიფრაზით, განმარტებებით...) ზეპირი გამოსვლის არსებით საკითხებზე;
  • თანამიმდევრულად გადმოსცემს ნაცნობი ტექსტის შინაარსს / ამბავს პირადი გამოცდილებიდან;
  • მოიძიებს ან საგანგებოდ ქმნის და სათანადოდ იყენებს შესაფერის ვიზუალურ მასალას (პლაკატს, სქემას ან სხვა თვალსაჩინოებას).

რესურსები