ქართ. VI. 8.

VI კლასი

მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად წაიკითხოს სხვადასხვა სახისა და ნაირგვარი შინაარსის ტექსტები

ინდიკატორები

  • ერთმანეთისგან განასხვავებს საინფორმაციო ანგარიშს, ამბის თხრობას, მარტივ ინსტრუქციას, ზეპირი კომუნიკაციისა და სხვა ფუნქციურ ტექსტებს;
  • მართებულად იყენებს ადმინისტრაციული ხასიათის მარტივ ტექსტებს, სხვადასხვა ინსტრუქციას, ამა თუ იმ დაწესებულებაში მოქმედ წესებს, ფორმულარებს;
  • ასახელებს ამგვარი ტექსტების ფორმალურ ნიშნებს, როგორებიცაა, მაგ., მკაცრად ლაკონიური სტილი, ტექსტის პირობითი ფორმა (ბლანკის ტიპისა); სპეციალური/ დარგობრივი ტერმინოლოგია და ა. შ.;
  • განასხვავებს საბავშვო, პოპულარულ, დარგობრივ, ამა თუ იმ დაჯგუფებისა და ორგანიზაციის ჟურნალ-გაზეთებს;
  • იცნობს პრესის სტრუქტურას და სწორად მოიძიებს საჭირო ინფორმაციას (ხვდება, მისთვის სასურველი ინფორმაცია თუ სტატია გაზეთის ან ჟურნალის რომელ ნაწილში უნდა იყოს განთავსებული);

სწო­რად „ამო­ი­კი­თხავს“ ტექ­სტის ინ­ტო­ნა­ცი­ას, პა­უ­ზებს, აზ­რობ­რივ აქ­ცენ­ტებს.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები