ქართ. VI. 16.

VI კლასი

მოსწავლეს შეუძლია ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის აუცილებელი წესების გამოყენება, გრამატიკული თვალსაზრისით მართებული სიტყვაფორმების აგება

ინდიკატორები

  • სწო­რად ი­ყე­ნე­ბს ირი­ბ ნა­თქვა­მ­სა და ცი­ტი­რე­ბას;
  • განარ­ჩევს ნა­ცვალ­სა­ხე­ლთა ჯგუფებს და შე­სა­ფე­რის კონ­ტექ­სტ­ში სწო­რად უნაცვლებს მათ სა­თა­ნა­დო სა­ხელ­თა ფორ­მებს;
  • მარ­თე­ბუ­ლად იყე­ნებს მი­სა­თი­თე­ბელ სი­ტყვა­თა და კავ­შირ­თა (წევრ-კავ­შირ­თა) კონ­სტრუქ­ცი­ულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ო­ბი­სა თუ სხვა ნი­უ­ან­სე­ბის გადმო­სა­ცე­მად;
  • იცნობს და იყენებს სიტყვათა მარ­თლწე­რის ძი­რი­თად წესებს; მარ­თლწე­რის შესამოწ­მებ­ლად ი­ყე­ნე­ბს და­მხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბს;
  • იყენებს ნაირგვარ სტილისტურ თუ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებას გან­ცხა­დე­ბის, ან­კე­ტის, ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ის შესა­დგე­ნად;
  • სწო­რად იყე­ნებს სა­სვენ ნი­შნებს;
  • გადაიკითხავს ნაწერს და ჩაასწორებს მას როგორც ენობრივ-სტილური, ისე პუნქტუაციის თვალსაზრისით;
  • კითხულობს ნაწერს გააზრებულად, კონტექსტის მიხედვით მართებულად იყენებს ენობრივად სწორ, დასაშვებ და შესაძლებელ ფორმებს;
  • გადაიკითხავს და ჩაასწორებს ტექსტს აზრობრივად;
  • ამოწმებს ტექსტში გამოყენებულ ფორმებს და სიტყვათშეხამებებს ენის მოქმედი ნორმების მიხედვით; ტექსტის კორექტირებისას იყენებს ორთოგრაფიულ და უცხო სიტყვათა ლექსიკონს.

რესურსები