ქართ. VI. 13.

VI კლასი

მოსწავლეს შეუძლია კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის მიზნობრივად გამოყენება

ინდიკატორები

  • კითხვისას წამოჭრილი სირთულეების დასაძლევად მიმართავს სხვადასხვა საშუალებას: თავიდან გადაიკითხავს რთულ ან მნიშვნელოვან ნაწილებს, აკეთებს ჩანაწერებს,  კომენტარებს უკეთებს ტექსტის ცალკეულ ნაწილებს;  კონტექსტზე, გამოცდილებაზე დაყრდნობით ან ლექსიკონის დახმარებით აზუსტებს უცხო სიტყვების მნიშვნელობას;
  • სხვადასხვა ელემენტის (სათაურის, აბზაცების დასაწყისის, საკვანძო სიტყვების, ერთ-ერთი აბზაცის, გამოყოფილი სიტყვების) გამოყენებით  გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის/ტექსტების მონაკვეთის შინაარსის შესახებ;
  • აანალიზებს თანატოლების მიერ შესრულებელ საკითხავ დავალებებს - განარჩევს სწორ და მცდარ პასუხებს; ხსნის, რატომ ვერ გასცა მოსწავლემ სწორად პასუხი, რა ვერ გაიგო, რატომ შეცდა იგი და სხვ.;
  • ტექსტის სახისა და საკითხავი ამოცანის გათვალისწინებით ირჩევს კონკრეტულ სტრატეგიას/მიდგომას და ხსნის თავის არჩევანს;
  • საკითხავი დავალებების შესრულების შემდეგ მონაწილეობს გამოყენებული სტრატეგიების განხილვაში (ვინ რა მიდგომა, ხერხი გამოიყენა); მსჯელობს იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო ან იქნებოდა უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ;
  • იხსენებს, გამოუყენებია თუ არა მსგავსი სტრატეგიები სხვა საგნებში  საკითხავი დავალებების შესრულებისას; მსჯელობს იმის შესახებ, თუ რომელ საგნებში და/ან რა სახის ტექსტების წაკითხვისას შეიძლება აღნიშნული სტრატეგიების გამოყენება;
  • ადგენს წაკითხული წიგნების კატალოგს (მოკლე ანოტაციით);
  • ენციკლოპედიების, ლექსიკონებისა და ინტერნეტის საშუალებით აზუსტებს ტექსტში მოთხრობილ უცნობ ან გაუგებარ ამბავს;
  • მართებულად იყენებს განმარტებით და დარგობრივ ლექსიკონებს.

რესურსები