ქართ. VI. 10.

VI კლასი

მოსწავლეს აქვს კითხვის პროცესით გამოწვეული განწყობილებისა და შთაბეჭდილების გადმოცემის უნარი

ინდიკატორები

  • ამოკრებს ტექსტიდან აზრობრივი თვალსაზრისით მისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო ადგილებს;
  • სვამს კითხვებს წაკითხული ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით;
  • ამოიცნობს მარტივ მხატვრულ სიმბოლოებს და ახდენს მათს ინტერპრეტაციას;
  • გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს ლიტერატურული ტექსტის სიუჟეტში განვითარებული მოვლენების შესახებ; 
  • მსჯელობს პოეტურ ნაწარმოებში გამოხატულ განწყობილებაზე;
  • ასახელებს მისთვის ესთეტიკური თვალსაზრისით მიმზიდველ ადგილებს და ხსნის აღნიშნულ ეპიზოდში გამოყენებული მხატვრული ხერხის დანიშნულებას.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები