ქართ. V. 8.

V კლასი

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტების წაკითხვა და ადეკვატურად გაგება-გაანალიზება

ინდიკატორები

  • გააზრებულად აკავშირებს სათაურს ტექსტთან;
  • განარჩევს მთავარ და მეორეხარისხოვან პერსონაჟებს;
  • ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (სად, როდის, რამდენი, რამდენჯერ, როგორი, რითი და სხვ.);
  • განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და აფასებს მათს საქციელს;
  • ახასიათებს პერსონაჟებს როგორც ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ისე შინაარსის გააზრების საფუძველზე;
  • ყოფს ტექსტს შინაარსობრივ ნაწილებად;
  • გამოაქვს დასკვნა პერსონაჟებს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ;
  • გამოყოფს ნაწარმოებში სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისს, შუა ნაწილს, დასასრულს);
  • საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს;
  • იმახსოვრებს და საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს არსებით ინფორმაციას ტექსტის ცალკეული მონაკვეთიდან;
  • განავრცობს შეკუმშულად, მოკლედ გადმოცემულ ამბავს;
  • განსაზღვრავს, რა იცის / რა არ იცის ცალკეულმა პერსონაჟმა;
  • ამოიცნობს და განმარტავს ლიტერატურულ და ხალხურ ზღაპარს შორის მსგავსება-განსხვავებას.

რესურსები