ქართ. V. 5.

V კლასი

მოსწავლეს შეუძლია სადისკუსიო სტრატეგიების ამოცნობა და გამოყენება

ინდიკატორები

  • ჯგუფთან ერთად ირჩევს საკამათო თემას; განსაზღვრავს დისკუსიის წესებს: რეგლამენტს, რიგითობას, ეტიკეტს; იცავს კორექტულობას და ა. შ.;
  • მოსმენისას ჩაინიშნავს საყრდენ სიტყვებს, საყრდენ ფრაზებს;
  • მოსმენისას ამოიცნობს დისკუსიაში გამოთქმულ თვალსაზრისს და ჩაინიშნავს არგუმენტებს;
  • ყურადღებით ისმენს ჯგუფის თითოეული წევრის აზრს, ალაგებს გამოთქმულ მოსაზრებებს გარკვეული პრინციპით (ვის აქვს განსხვავებული მოსაზრება, რამდენი თვალსაზრისი გამოითქვა ჯგუფში...);
  • ადგენს მარტივ გეგმას ამ მოსაზრებათა წარმოსადგენად;
  • ქმნის ან მოიძიებს ვიზუალურ მასალას სადისკუსიო თემის შესახებ.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები