ქართ. V. 12.

V კლასი

მოსწავლეს შეუძლია  კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით

ინდიკატორები

  • სხვადასხვა საშუალებით (კონტექსტის გათვალისწინებით, კითხვის დასმით, ლექსიკონით) ცდილობს უცნობი სიტყვებისა და გამოთქმების მნიშვნელობის გარკვევას;
  • სხვადასხვა ელემენტის (სათაურის, აბზაცების დასაწყისის, საკვანძო სიტყვების, ერთ-ერთი აბზაცის, გამოყოფილი სიტყვების) მოშველიებით  გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის/ტექსტის მონაკვეთის შინაარსის შესახებ;
  • დასმულ კითხვებს აჯგუფებს იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ოპერაციას მოითხოვს ისინი (ტექსტში მოცემული ინფორმაციის მოძიებას; რამდენიმე სახის ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირებას;  დასკვნების გამოტანას ტექსტში მოცემული ინფორმაციის საკუთარ გამოცდილებასთან დაკავშირების საფუძველზე);
  • კონკრეტული ინფორმაციის მოსაძიებლად თვალს გადაავლებს ტექსტის სტრუქტურას, სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს და მათზე დაყრდნობით პოულობს და ამოკრებს მას;
  • იყენებს სხვადასხვა ხერხს, რომლებიც ხელს უწყობს ტექსტის გაგებას (მაგ., წარმოსახვაში აცოცხლებს ტექსტში გადმოცემულ ამბებს, ახდენს ტექსტში გადმოცემული ამბის ინსცენირებას, საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის ცალკეული მონაკვეთის შინაარსს, აკვირდება დასმულ კითხვას იმის დასადგენად, თუ რა ტიპის ოპერაციას მოითხოვს იგი და სხვ.);
  • საკითხავი დავალებების შესრულების შემდეგ მონაწილეობს გამოყენებული სტრატეგიების განხილვაში (ვინ რა მიდგომა/ხერხი გამოიყენა); გამოთქვამს მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო ან იქნებოდა უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ;
  • კონკრეტული ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებს საბავშვო ენციკლოპედიის სტატიებს;
  • სხვადასხვა საშუალებით (ენციკლოპედიების, ლექსიკონების, ინტერნეტის მეშვეობით) აზუსტებს მისთვის გაუგებარ ან ბუნდოვან ადგილებს სტატიიდან;
  • სარგებლობს ბიბლიოთეკით და დამოუკიდებლად, საკუთარი ინტერესების შესაბამისად ირჩევს საკითხავ ლიტერატურას.

რესურსები