ქართ. V. 10.

V კლასი

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხასიათის ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი თავისებურებების ამოცნობა

ინდიკატორები

  • ამოიცნობს და ასახელებს ამა თუ იმ მიზნობრივი ტექსტისთვის დამახასიათებელ ენობრივ-სტილურ საშუალებებს (ხშირად გამოყენებულ გრამატიკულ ფორმებს, ლექსიკას; მაგ., ამჩნევს, რომ მოძრაობის წესებისა თუ სხვა აუცილებლად შესასრულებელი მოთხოვნების ტექსტში უმეტესწილად გამოიყენება წართქმითი ან უკუთქმითი ბრძანებითი კილოს ფორმები: „შეჩერდით“, „ნუ გადახვალთ“, „დაუკვირდით“, „დაელოდეთ“. შესაბამისად, იმპერატიული შინაარსისაა ამგვარ ტექსტში ყველაზე ხშირად გამოყენებული ზმნებიც: „უნდა“, „საჭიროა“, „დაუშვებელია“, „აუცილებელია“ და ა. შ.);
  • ერთი ტექსტის ფარგლებში გამოყოფს ტექსტის ფუნქციურ ტიპებს (თხრობას, აღწერას) და მიუთითებს შესაბამის ნიშნებზე (მაგ., აღწერისას ზედსართავებისა და ნაზმნარი ზედსართავების, ანუ მიმღეობების სიჭარბეზე, ზმნების ნაკლებ რაოდენობაზე; თხრობისას ზმნების სიჭარბეზე, მოქმედების თანამიმდევრულობასა და მის მარკერებზე და სხვ.);
  • ამო­იც­ნობს ტექ­სტში ძი­რი­თად მოდალობებს და განმარტავს მათ;
  • ადარებს სიტყვებს მორფოლოგიური აგებულების მიხედვით (სახელის ბრუნვის ფორმების, სახელური სიტყვაწარმოების ძირითადი წესებისა და სხვ.);
  • ამო­იც­ნობს არ­სე­ბით, ზედსართავ, რიცხვით სა­ხე­ლებს; ჩაანაცვლებს მათ შესაბამისი ნაცვალსახელებით (კაცი - ის; მაღალი - ასეთი; ექვსი - ამდენი და სხვ.);
  • ამოიცნობს და იყენებს მნიშვნელოვან სინტაქსურ მიმართებებს სიტყვათა შორის (ზმნასა და სახელს შორის შეთანხმებას პირსა და რიცხვში, რიცხვითი და / ან ზედსართავი სახელისა და არსებითი სახელის ბრუნების წესებს...); შეუძლია კითხვების მეშვეობით ამოიცნოს ზოგიერთი გრამატიკულ-სემანტიკური კატეგორია (,,ვინ“ და ,,რა“ ჯგუფის სახელები, ზმნის დროები და ა.შ.);
  • განარჩევს ზმნის უმთავრეს კატეგორიებს (პირს, რიცხვს, დროს, კილოს...);
  • განარჩევს არაწესიერი წარმოების (ქონა-ყოლისა და გრძნობა-აღქმის) ზმნათა ფორმებს.

რესურსები