ქართ. IX. 9.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია სადავო ან პრობლემურ საკითხებზე საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა; მოცემულ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების შეჯამება

ინდიკატორები

  • წერს თხზულებას კონკრეტული თემის ან საკითხის შესახებ, რომელშიც აანალიზებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ ალტერნატიულ შეხედულებებს;
  • საკუთარი შეხედულებების/მოსაზრებების დასასაბუთებლად მოჰყავს სათანადო არგუმენტები;
  • განიხილავს მხატვრულ ტექსტში გამოკვეთილ იდეებსა და პრობლემებს ცხოვრებისეულ და ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით;
  • გამოკვეთს ნაწერში მხატვრული ტექსტის ძირითად იდეას ცალკეული ეპიზოდების, მხატვრული დეტალების, პერსონაჟთა ქმედების, მოტივაციის, მათი ხასიათის, გრძნობებისა და მსოფლმხედველობის გათვალისწინებით;
  • გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში ასახული პრობლემების მიმართ მისთვის სასურველი ფორმით (მოთხრობის, ნოველის, ესეის, ჩანახატის, ლექსის და ა.შ.);
  • საკუთარი თვალსაზრისისა და ემოციურ-ფასეულობითი დამოკიდებულების გამოსახატავად ქმნის პერსონაჟთა შედარებით და შეპირისპირებით დახასიათებებს;
  • შესწავლილი ტექსტის კონტექსტის (დრო, ადგილი, ეპოქა, გარემო და ა.შ.) შეცვლით თხზავს ახალ თხზულებას იმავე თემაზე, პრობლემაზე.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები