ქართ. IX. 7.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ცოდნის გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების ანალიზისას

ინდიკატორები

  • ადარებს ენობრივ-გრამატიკულ ხერხებს სხვადასხვა სახის ტექსტებში, რომლებიც ერთსა და იმავე თემას ეხება (მაგალითად, სასწავლო ტექსტი გეოგრაფიის სახელმძღვანელოდან და მოგზაურის შთაბეჭდილებები);
  • ადარებს ერთმანეთს გამომსახველობით ხერხებს სხვადასხვა სახის ტექსტებში (მაგალითად, სტერეოტიპებს რეკლამებში და სიმბოლოებს მხატვრულ ტექსტებში);
  • განსაზღვრავს, რა ფორმით არის გადმოცემული სხვისი მეტყველება (პირდაპირი და ირიბი ნათქვამი) და მსჯელობს შერჩეული ფორმის დანიშნულებაზე;
  • შეაფასებს მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების ეფექტიანობას ტექსტში;
  • ამოიცნობს ავტორის მეტყველების თავისებურებას, მიზნობრივად გამოყენებულ სპეციფიკურ ლექსიკას და მსჯელობს მათს დანიშნულებაზე.

რესურსები