ქართ. IX. 6.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა

ინდიკატორები

  • კითხულობს სხვადასხვა სახის მხატვრულ და არამხატვრულ ტექტებს, უკეთ გასააზრებლად ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ ზოგად შინაარსზე, არამედ დეტალებსა და მნიშვნელოვან ნიუანსებზეც;
  • აანალიზებს ტექსტში მოცემულ ფაქტობრივ და კონცეპტუალურ ინფორმაციას და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები;
  • ახდენს სხვადასხვა სახის ტექსტში წარმოდგენილი მოვლენების, ფაქტების, პერსონაჟთა თვისებების, ქცევის, თვალსაზრისების შედარება-შეპირისპირებას;
  • კითხულობს სხვადასხვა მოცულობისა და სირთულის ტექსტებს, მსჯელობს თემებსა და საკამათო საკითხებზე და ხედავს პრობლემის გადაწყვეტის სხვადასხვა პერსპექტივას;
  • გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულ ტექსტებში წარმოდგენილ  განსხვავებულ თვალსაზრისებზე;
  • აკვირდება, ამოიცნობს და შეაფასებს ავტორის ან პერსონაჟის/პერსონაჟების დამოკიდებულებას კონკრეტული გმირის, აღწერილი მოვლენების მიმართ;
  • შეაფასებს მხატვრულ ნაწარმოებში წარმოდგენილ კონფლიქტს/პრობლემას, ასევე ავტორის, მთხრობელის, პერსონაჟის ხედვას და პოზიციას ეპოქის ისტორიულ და კულტურულ კონტექსტში;
  • კითხულობს პრესას, ელექტრონულ ტექსტებს, შეაფასებს წარმოდგენილ არგუმენტებსა და გამოთქმულ თვალსაზრისებს;
  • შეაფასებს წაკითხულ ტექსტებში ასახულ თვალსაზრისებს განსხვავებული (თავისი, ოპონენტის, ნეიტრალური) პოზიციებიდან;
  • უკავშირებს წაკითხულ ტექსტში გადმოცემულ ან ნაგულისხმევ თვალსაზრისებს ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და სხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებს, მხატვრულ და სამეცნიერო-დოკუმენტურ ფილმებს, სპექტაკლებს და სხვ. 

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები