ქართ. IX. 4.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია დისკუსიისა და კამათის ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება

ინდიკატორები

  • განსხვავებული თვალსაზრისის წარმოდგენისას საკომუნიკაციო ამოცანის, მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით შეარჩევს დარწმუნების ენობრივ ფორმულებს, რიტორიკულ ფიგურებს;
  • ამოიცნობს და მრავალპლანიან ტექსტზე მსჯელობისას მართებულად იყენებს შესაბამის ენობრივ სტრუქტურებსა და მოდელებს: მიზეზ-შედეგობრივი მსჯელობისთვის დამახასიათებელ სინტაქსურ კონსტრუქციებს, შესაბამის კავშირებს, გრამატიკულ ფორმებს, სპეციალურ ლექსიკას და ა. შ. (მაგ., „რადგან...“, „თუ ... მაშინ“, „მაშასადამე“, „ესე იგი“, „აქედან გამომდინარე...“ და სხვ.);
  • ანალოგიაზე დამყარებული მსჯელობისას მართებულად იყენებს შესაბამის ენობრივ-გრამატიკულ კონსტრუქციებს, კავშირებს, ლექსიკას (მაგ., „შესაბამისად...“, „...გათვალისწინებით“, „...მსგავსად“, „როგორც, ... ისე...“ და სხვ.);
  • მართებულად იყენებს კერძოობითი მსჯელობის განზოგადებისათვის, ანუ ინდუქციური მსჯელობისთვის დამახასიათებელ ენობრივ სტრუქტურებს, მოდელებს, ლექსიკას. 

რესურსები