ქართ. IX. 2.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია დისკუსიის მონაწილეთა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით

ინდიკატორები

  • ამოიცნობს და განიხილავს ზეპირ ტექსტში პრობლემებს, რომელთა ერთმნიშვნელოვნად გადაჭრა რთულია;
  • აყალიბებს საკუთარ თვალსაზრისს პრობლემის შესახებ გამართულ ჯგუფურ დისკუსიებში და განსხვავებული თვალსაზრისის გასააზრებლად სვამს კითხვებს;
  • აზუსტებს, სწორად გაიგო თუ არა სხვების მიერ გამოთქმული თვალსაზრისი (მაგ., „თუ სწორად გავიგე...“, „თუ არ ვცდები...“); 
  • განიხილავს ზეპირ ტექსტში პირდაპირ გადმოცემულ ან ნაგულისხმევ თვალსაზრისებს სხვადასხვა კონტექსტში (ცხოვრებისეული ან ლიტერატურული გამოცდილების, მისთვის ცნობილი ფაქტების, სტატისტიკური მონაცემების და ა.შ.);
  • დრამატული მონოლოგის ან როლური ტექსტის სახით წარმოადგენს განსხვავებული თვალსაზრისის  მისეულ ინტერპრეტაციას;
  • ისმენს რადიო და სატელევიზიო ინტერვიუებს, გამოსვლებს, განიხილავს მათში ჩამოყალიბებულ ან ნაგულისხმევ განსხვავებულ თვალსაზრისებს;
  • განსხვავებული თვალსაზრისების განხილვისას იყენებს აუდიო და ვიზუალურ (მულტიმედია, ხელოვნების ნიმუშების რეპროდუქციები და სხვა თვალსაჩინო მასალა) საშუალებებს.                                 

რესურსები