ქართ. IX. 12.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილობითი ტექსტის სტრუქტურა და ენობრივი ნორმები

ინდიკატორები

  • განსხვავებული თვალსაზრისების წერილობით გადმოსაცემად შეარჩევს სპეციფიკურ ლექსიკას, ტერმინებს, ფრაზებს;
  • საგანგებოდ გამოყოფს კონკრეტულ თვალსაზრისს შესაბამისი ენობრივი  ფორმულებით (მაგ., „როგორც ავტორი ამბობს...“, „ეს თვალსაზრისი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც...“) და ამხსნელი სიტყვებით (სინონიმები, განმარტებები ლექსიკონიდან და ა. შ.);
  • მსჯელობისას იყენებს სათანადო სინტაქსურ კონსტრუქციებს; მართებულად ასახავს მსჯელობის სასურველ თანამიმდევრობას (მაგ., „პირველ რიგში...“, „ამის შემდეგ...“, „ბოლოს...“);
  • სხვადასხვა ტიპის მსჯელობის წერილობით წარმოსადგენად იყენებს შესაბამის კავშირებს, გრამატიკულ ფორმებს, მოდალურ ელემენტებს;
  • მკაფიოდ აყალიბებს აზრს, იყენებს დაკავშირებისა და თანამიმდევრულობის შესაბამის ხერხებს;  
  • ადეკვატურად ასახავს ნაწერში ზეპირი მეტყველებისთვის დამახასიათებელ არავერბალურ ელემენტებს (მიმიკას, სხეულის ენას, ინტონაციას და სხვ.) შესაბამისი საშუალებებით (მრავალწერტილით, კითხვა-ძახილის ნიშნით, შორისდებულებით...).

რესურსები