ქართ. IV. 6.

IV კლასი

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თემაზე შექმნილი მხატვრული ტექსტების დამოუკიდებლად წაკითხვა

ინდიკატორები

  • ამოიცნობს კონკრეტული ჟანრისათვის (მაგ., იგავ-არაკის, ზღაპრის, მოთხრობის) დამახასიათებელ ნიშნებს;
  • საუბრობს სათაურისა და ტექსტის აზრობრივ/ შინაარსობრივ ურთიერთკავშირზე;
  • ასახელებს სათაურის ალტერნატიულ ვარიანტებს;
  • ასახელებს მოქმედ პირებს;
  • მოიძიებს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., მოვლენათა, მოქმედებათა დროსა და ადგილს);
  • დამოუკიდებლად პოულობს ტექსტში სიტყვებსა და გამოთქმებს, რომლებსაც ავტორი იყენებს პერსონაჟების, ფაქტებისა და მოვლენების აღსაწერად;
  • ამოიცნობს პერსონაჟთა გრძნობებს, მიზნებს;
  • აკვირდება პერსონაჟთა ქცევას, მოქმედებას, თვისებებს და დაკვირვების საფუძველზე გამოაქვს სათანადო დასკვნა მათი აზრების, განზრახვების, განცდების შესახებ;
  • აკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
  • განარჩევს ერთმანეთისგან ფაქტსა და სურვილს/ოცნებას;
  • ამოიცნობს ტექსტში გამოცემულ მოვლენებს, მოქმედებებს შორის არსებულ ლოგიკურ (მიზეზ-შედეგობრივ, ოპოზიციურ, პირობით, დათმობით და სხვა) კავშირებს;
  • განსაზღვრავს ტექსტში გადმოცემულ მოქმედებათა, მოვლენათა ქრონოლოგიას;
  • გამოყოფს სიუჟეტის  განვითარების ეტაპებს (დასაწყისს, ამბის შუა ნაწილს, დასასრულს);
  • საკუთარი სიტყვებით გადმოცემს ტექსტის/მისი  ცალკეული მონაკვეთის მოკლე შინაარსს, გამოყოფს არსებით ინფორმაციას;
  • განავრცობს შეკუმშულად, მოკლედ გადმოცემულ ამბავს;
  • განარჩევს ტექსტში ავტორისა და პერსონაჟების სიტყვებს, დიალოგსა და მონოლოგს;
  • განსაზღვრავს ცალკეული პერსონაჟის ხედვის კუთხეს, გადმოსცემს ნაწარმოებში ასახულ ამბავს ერთ-ერთი პერსონაჟის პირით;
  • აანალიზებს ცალკეულ რეპლიკას - ვის ეკუთვნის, ვინ არის ადრესატი, რა არის რეპლიკის მიზანი (მაგ., რჩევის მიცემა, ინფორმირება, ახსნა, საყვედურის გამოთქმა,  შენიშვნის მიცემა, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და სხვა);
  • აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან და ამის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა;

ამოიცნობს ნაწარმოების ძირითად თემას/ქვეთემებს, იდეას.

რესურსები