ქართ. IV. 5.

IV კლასი

მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობი თემების შემცველი სხვადასხვა სახის  არამხატვრული ტექსტების (რეკლამის, საყმაწვილო ჟურნალის განცხადების, საყმაწვილო ენციკლოპედიის სტატიისა და სხვ.)  წაკითხვა და გაგება

ინდიკატორები

  • ასახელებს მარტივი მიზნობრივი ტექსტების (განცხადების, აბრის, რეკლამის, კულინარიული რეცეპტის, ექიმის რჩევა-დარიგების, წამლის რეცეპტისა და ა.შ.) საკომუნიკაციო სიტუაციას (ავტორს, ადრესატს, მიზანს/დანიშნულებას);
  • მოიძიებს ტექსტში კონკრეტულ ინფორმაციას;
  • ახასიათებს სხვადასხვა სახის ტექსტს სტრუქტურული მახასიათებლების მიხედვით (მაგ., ღია ბარათს დასაწყისში აქვს მიმართვის ფორმა, მას მოსდევს ძირითადი ტექსტი, ბოლოს კი არის ხელმოწერა; კულინარიული რეცეპტი შედგება სათაურისა და ორი ძირითადი ნაწილისაგან: ინგრედიენტთა ჩამონათვალი და დამზადების წესი; დარგობრივ-შემეცნებით ტექსტს აქვს სათაური, ახლავს ილუსტრაციები წარწერებით და აბზაცებად დაყოფილი ტექსტი და ა.შ.);
  • გამოყოფს და ასახელებს ტექსტის მთავარ საკითხებს;
  • აკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
  • განსაზღვრავს ტექსტის ერთ მონაკვეთში ან მის სხვადასხვა ნაწილში ასახულ მოვლენებსა და ფაქტებს შორის არსებულ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
  • განარჩევს ფაქტს თვალსაზრისაგან;
  • განასხვავებს საგანთა / მოვლენათა გარეგნულ და შინაარსობრივ მახასიათებლებს;
  • აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული ნიშნით (მსგავსება-განსხვავების, მზარდი-კლებადი ხარისხისა და ა.შ. მიხედვით).

რესურსები