ქართ. IV. 4.

IV კლასი

მოსწავლეს  შეუძლია შესაბამისი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების გამოყენება კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში

ინდიკატორები

  • ყოფითი სიტუაციების აღწერისას სათანადოდ რთავს მეტყველებაში სპეციფიკურ ლექსიკას;
  • მასწავლებლის მიერ მითითებული ნიმუშების მიხედვით შემოქმედებითად იყენებს სიტყვათა სემანტიკურ კავშირებს (სინონიმს, ანტონიმს...);
  • სათანადო კონტექსტებში სწორად ჩაანაცვლებს სახელებს (არსებითს, ზედსართავს, რიცხვითს) ნაცვალსახელებით (ეს, ის, ასეთი, ამდენი...) და მარტივი ზმნიზედებით (აქ, იქ, მაშინ, ამიტომ...);
  • კონტექსტის მიხედვით სწორად იყენებს ზმნის გრამატიკული დროის ფორმებს (მაგ., შარშან დავისვენეთ - გაისად დავისვენებთ და ა. შ.);
  • მეტყველებისას იცავს ბრუნვისა და პირის ნიშნებთან დაკავშირებულ მართლმეტყველების წესებს (მაგ. ვვარჯიშობ, ვუთხარი, თბილისს, ქათამმა, კარგად ვარ და ა. შ.);
  • სწორად უთანხმებს ზმნას არსებით სახელებსა და ნაცვალსახელებს პირისა და რიცხვის მიხედვით;

სწორად ათანხმებს მსაზღვრელ-საზღვრულს.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები