ქართ. IV. 1.

IV კლასი

მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად აღიქვას სხვადასხვა სახის ტექსტი და გადმოსცეს მათი შინაარსი.

ინდიკატორები

  • ამოიცნობს და განარჩევს ასაკის შესაბამისი სირთულის სასაუბრო ტექსტების სახეებს (აღწერას, თხრობას, კამათს, დიალოგს...);
  • შინაარსის გადმოცემისას ერთმანეთს ანაცვლებს თხრობასა და აღწერას;
  • განასხვავებს შინაური გარემოს სასაუბრო სტილსა და ოფიციალური გარემოს (მაგ., სასკოლო საქმიანი სიტუაციის) ენას და შესაბამისად იყენებს მათ;
  • განასხვავებს პირდაპირ და ირიბ ნათქვამს და დანიშნულებისამებრ იყენებს მათ;
  • თხრობისას იყენებს ავტორისეულ ლექსიკას;
  • მიჰყვება მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტურ ხაზს და თანამიმდევრობით გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს;
  • გადმოსცემს არამხატვრული ტექსტის შინაარსს.

რესურსები