ქართ. III. 2.

III კლასი

მოსწავლეს შეუძლია ლიტერატუ-რული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა

ინდიკატორები

  • სათაურის მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
  • ასახელებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ფაქტებს, პერსონაჟებს;
  • აღწერს და ახასიათებს საგნებსა და პერსონაჟებს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით;
  • ყვება მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
  • მარტივი გეგმის მიხედვით ყვება წაკითხული ტექსტის შინაარსს;
  • მონაწილეობს ინსცენირებაში, არჩევს როლის შესაბამის ინტონაციასა და სხვა გამომსახველობით ხერხებს;
  • ავლებს პარალელს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავსა და პირად გამოცდილებას შორის;
  • მარტივი გამოთქმებით („მომწონს / არ მომწონს“, „საინტერესოა / უინტერესოა“, „ვეთანხმები / არ ვეთანხმები“, „ერთგულია / მოღალატეა“, „მამაცია / მხდალია“ და ა. შ.) აფასებს ნაწარმოებს, პერსონაჟებს, მათს საქციელს და ცდილობს საკუთარი მოსაზრების ახსნას („არ ვეთანხმები იმიტომ, რომ...“, „საინტერესოა იმით, რომ...“ და ა. შ.);
  • შინაარსის უკეთ გასააზრებლად ცდილობს, კითხვების დასმით გაარკვიოს ახალი სიტყვებისა და ფრაზების მნიშვნელობა.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები