ქართ. III. 13.

III კლასი

მოსწავლეს შეუძლია ძირითადი გრამატიკული ელემენტების მართებულად გამოყენება ტექსტის შექმნისას

ინდიკატორები

  • იყენებს ზმნას სათანადო პირისა და რიცხვის ფორმით;
  • სწორად იყენებს კავშირებს (და, თუ, მაგრამ, ან) რთული და შერწყმული წინადადებების ნაწილების დასაკავშირებლად;
  • სათანადოდ იყენებს პირის, ჩვენებით („ეს / ის კაცი მოვიდა - ეს / ის მოვიდა“...) და კითხვით (რომელი? როგორი?) ნაცვალსახელებს;
  • სათანადო კონტექსტში სწორად ხმარობს სიტყვებს: ყველა, ზოგი (ზოგიერთი), არც ერთი;
  • სწორად უხამებს ზმნას სახელს პირსა და რიცხვში, სწორად ათანხმებს რიცხვით და / ან ზედსართავ სახელსა და არსებით სახელს ბრუნვასა და რიცხვში;
  • მსგავსი მნიშვნელობის ლექსიკური ერთეულებიდან შეარჩევს მოცემული კონტექსტისთვის შესაფერის / მართებულ სიტყვას;
  • იყენებს დიალოგის გაფორმებისთვის საჭირო ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს (ზმნის II პირის ფორმებს, პუნქტუაციის ნიშნებს);
  • სწორად დამარცვლავს სიტყვებს და გადააქვს სტრიქონიდან სტრიქონზე;
  • სათანადოდ იყენებს სასვენ ნიშნებს (წერტილს, მძიმეს, ორწერტილს, მრავალწერტილს, ბრჭყალებს, კითხვისა და ძახილის ნიშნებს).

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები