ქართ. III. 12.

III კლასი

მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება

ინდიკატორები

  • ქმნის სხვადასხვა ჟანრის მცირე ზომის ტექსტებს (ზღაპარს, მოთხრობას);
  • სხვადასხვა საგანში შეძენილი ცოდნის საფუძველზე ქმნის მცირე ზომის თხზულებას (მაგ., „შემოდგომა“, „შინაური ცხოველები“ და სხვ.);
  • აღწერს კონკრეტულ ფაქტს / მოვლენას საკუთარი ცხოვრებიდან;
  • თანამიმდევრულად გადმოსცემს შინაარსს წერილობით;
  • წერს კარნახით;
  • ტექსტის შედგენის დროს იყენებს ახლად შესწავლილ სიტყვებსა და ფრაზებს;
  • ტექსტის ან ეპიზოდის შინაარსის გადმოცემისას იყენებს ავტორისეულ ლექსიკას, ზოგიერთ მხატვრულ ხერხს (ეპითეტებს, მარტივ შედარებებს).

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები