ქართ. II. 9.

II კლასი

მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება.

ინდიკატორები

  • ამოიცნობს წიგნის მარტივ სტრუქტურას: წიგნის ყდას, თავფურცელს ავტორისა და სათაურის მითითებით, ტექსტს, სარჩევს;
  • ილუსტრაციების მიხედვით ამოიცნობს ტექსტის ან წიგნის შესაძლო შინაარსს;
  • შემუშავებული აქვს მარტივი წესი, რომლის მიხედვით წიგნში იოლად ჩაინიშნავს ან მოძებნის კონკრეტულ ადგილს;
  • ყურადღებას აქცევს და იყენებს სახელმძღვანელოში მოცემულ პირობით ნიშნებს;
  • ცდილობს, განმარტოს უცნობი სიტყვები კონტექსტის მიხედვით ან მიმართავს მასწავლებელს / მშობელს;
  • იყენებს წიგნის სარჩევს, ტექსტის შემდეგ მოცემულ სიტყვათა განმარტებებს;
  • გამოყოფს მითითებულ ან საჭირო აბზაცს, ტექსტის დასაწყისსა და დასასრულს.

რესურსები